პრეზიდენტი თინა ბოკუჩავას ცალკე შეხვდა - ირაკლი ნადირაძე დეტალებზე საუბრობს
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ცალკე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მანამდე სანამ სალომე ზურაბიშვილს სხვა პოლიტიკოსები ერთად შეხვდებოდნენ.
ნადირაძე ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე არ იყო საუბარი იმპიჩმენტზე და იყო საუბარი ევროინტეგრაციაზე.
ჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა თინა ბოკუჩავასთან ცალკე შეხვედრა და საუბარი ევროინტეგრაციაზე. თავად ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე რამდენიმე საათში თავადაც გააკეთებს ამ საკითხზე კომენტარს.
"თინა ბოკუჩავა შეხვდა ცალკე პრეზიდენტს. საუბარი იყო ბევრ თემაზე, მაგრამ მთავარი განსახილველი თემა არ ყოფილა არც იმპიჩმენტის და არც ეროვნული ბანკის საკითხი. მთავარი, რაზეც ილაპარაკეს იყო ევროინტეგრაცია და ის საფრთხეები, რასაც ოლიგარქი ივანიშვილის მთავრობა უქმნის ჩვენს ქვეყანას". - ამბობს ნადირაძე
რას ფიქრობს პრეზიდენტი ფარცხალაძეზე, სტატუსზე და იმპიჩმენტზე. ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი ამ თემებზე სასაუბროდ ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციას და მესამე სექტორს შეხვდა. რამდენიმე საათიანი აუდიენციიდან გამოსული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მათი პოზიცია მთავარ თემებზე მოისმინა და სავარაუდოდ საკუთარ შეფასებებს საჯაროდაც იტყვის.