რისთვის უზრდიან დაფინანსებას ძალოვან უწყებებს? - პარლამენტში ბიუჯეტის ფორმირებაზე მსჯელობენ

29.09.23 12:13
რისთვის უზრდიან დაფინანსებას ძალოვან უწყებებს? - პარლამენტში ბიუჯეტის ფორმირებაზე მსჯელობენ

რისთვის უზრდიან დაფინანსებას გომელაურის და ლილუაშვილის უწყებებს? - ამ კითხვაზე პასუხს ოპოზიცია ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან ითხოვს. ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. დღეს ბიუჯეტის ფორმირებაზე მსჯელობენ.

ოპოზიცია დაინტერესდა, რატომ უზრდიან დაფინანსებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ ისედაც მილიონიანი ბიუჯეტის ფონზე ერთი გამართული სამაშველო ვერტმფრენიც კი არ არსებობს, ან რატომ უნდა მისცენ ფული ლილუაშვილის უწყებას, როცა რუსეთის ჯაშუშად გადაქცეული ფარცხალაძე ვერ გაშიფრეს?

ოპოზიცია ამბობს, რომ ძალოვან უწყებებს დაფინანსებას მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობისთვის უზრდიან, საპოლიციო ძალებს კი ხელისუფლება სადამსჯელო რაზმებად იყენებს.

ყოველ ჯერზე, როცა ძალოვანებს და უსაფრთხოებს სამსახურებს ემატებათ თანხა ან ემატებათ კანონით ძალაუფლება, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას საზოგადოებისთვის სიკეთის გამოყენებას. ცხვირწინ უსაფრთხოების სამსახური ვერ ხედავს ფარცხალაძეს. ოკეანის გაღმიდანაც კი ხედავენ უკიდურესად მავნებლურ მოქმედებებს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ვერ ხედავს ამას, აღმოჩნდა. ფულის გაზრდა, სინამდვილეში, ნიშნავს იმას, რომ ეს ფული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას კი არ დაიცავს უკეთესად, მმართელი პარტიის ინტერესებში ჩადგება მოქალაქეების საზიანოდ, - ამბობს „ლელოს“ წევრი ანა ნავლიშვილი. 

ფინანსთა მინისტრი მოადგილე კი აცხადებს, რომ ძალოვან უწყებებს საბიუჯეტო დაფინანსება წელსაც და მომავალ წელსაც გაეზრდებათ, რადგან სწორედ ეს უწყებებია ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული. 

კაკაურიძე ასევე,  ვერტმფრენების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ შარშან სამი ახალი ვერტმფრენის შესაძენად 50 მლნ-ის ხელშეკრულება გაფორმდა და მომდევნო წელს სამივე ვერტმფრენი, წესით, უკვე საქართველოში უნდა იყოს. 

ამასთან, მინისტრის მოადგილე ოპოზიციის კრიტიკას, რომ სუსის მთავარი ფუნქციას ადამიანების გაკონტროლება და თვალთვალი წარმოადგენს, უარყოფს. 

გავრცელდა რატომღაც არასწორი ინფორმაცია, რომ სუსს 180 მლნ ლარით ეზრდება, შსს ორმაგდება. რეალური ციფრებია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაფინანსება ამ ცვლილებებით არ იზრდება, შსს-ს დაფინანსება იზრდება 40 მლნ ლარით, 10 მლნ-ით იზრდება თავდავის სამიინისტროს დაფინანსება. მნიშნელოვნად გაიზრდა, დაახლოებით 300 მლნ ლარი მოხმარდა პოლიციელთა ხელფასების ზრდას და ეს პროცესი კიევ იქნება. გასულ წელს ცვლილებები შევიტანეთ და ჩვენ 50 მლნ დავუმატეთ შსს-ს და შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება სამი სამაშველო ვერტმფრენის შეძენაზე, რომელიც ერთი ჩამოვა მომდევნო წლის შუა პერიოდში და დამატებით 6 თის შუალედში ჩამოვა კიდევ 2 ვერტმფრენი, - თქვა გორგი კაკაურიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები