რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაზრდილია - TI-ის საგანგაშო კვლევა

29.09.23 12:00
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაზრდილია - TI-ის საგანგაშო კვლევა

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაზრდილია. მხოლოდ 2023 წლის პირველ ექვს თვეში, ექსპორტით და გზავნილებით აგრესორი ქვეყნიდან საქართველოში ორი მილიარდი დოლარი შემოვიდა.

რეკორდულად გაზრდილია რუსი ვიზიტორების რაოდენობაც. საგანგაშო კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს.

გავლენიანი ორგანიზაცია საუბრობს საფრთხეებზე. ამბობენ, რომ შესაძლოა ოკუპანტმა ქვეყანამ ნებისმიერ მომენტში საქართველოს ეკონომიკა გაუჩეროს.

ვსაუბრობთ რუსული კომპანიების რაოდენობაზე საქართველოში. ოღონდ შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში საქართველოში დარეგისტრირებულია 21 300 კომპანიაზე მეტი. უძრავი ქონების ბიზნესში 18 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში და ესეც დიდი ზრდაა.

ჩვენი მთავარი რეკომენდაცია უკავშირდება იმას, რომ რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე საუბრობს იმ პრობლემაზე, რომელიც უკავშირდება ბენზინის ფასს და ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთის გადაწყვეტილებას. ძალიან სწრაფად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში შემოსული ვიზიტორებიდან ყოველი მე-5 რუსეთის მოქალაქეა. კვლევაში მოყვანილი “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად.

 

მსგავსი სიახლეები