შეხვედრა ორბელიანების სასახლეში - რა თემებზე ჰქონდა საუბარი სამადაშვილს პრეზიდენტთან

29.09.23 12:06
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში - რა თემებზე ჰქონდა საუბარი სამადაშვილს პრეზიდენტთან

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი მისი მხრიდან შეეხებოდა ოთარ ფარცხალაძის და კანდიდატის სტატუსის საკითხებს. ასევე ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ პრეზიდენტთან ლაზარე გრიგორიადისის საქმეც ახსენა.

მე ვისაუბრე აუცილებლობაზე, რომ ჩვენ ნათელი გავხადოთ, რომ რუსეთის ჯაშუშები გადაიხდიან ფასს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობისთვის. ასევე მქონდა საუბარი, ის ხალხი, ვინც იბრძვის და ვინც იბრძოლა ამ ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის დასაცავად არ უნდა ხდებოდეს "ქართული ოცნების" რუსული დავალებების და შურისძიების სამიზნე, მათ შორის ჩემი მხრიდან ნახსენები იყო ლაზარე გრიგორიადისის საქმეც". - ამბობს სამადაშვილი. 

რას ფიქრობს პრეზიდენტი ფარცხალაძეზე, სტატუსზე და  იმპიჩმენტზე.  ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი ამ თემებზე სასაუბროდ ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციას და მესამე სექტორს შეხვდა. რამდენიმე საათიანი აუდიენციიდან გამოსული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მათი პოზიცია მთავარ თემებზე მოისმინა და სავარაუდოდ საკუთარ შეფასებებს საჯაროდაც იტყვის. 

მსგავსი სიახლეები