დემოკრატიულ მთავრობებს ხშირად უპირისპირდებიან რადიკალური ძალები - პაპუაშვილი

29.09.23 12:40
დემოკრატიულ მთავრობებს ხშირად უპირისპირდებიან რადიკალური ძალები - პაპუაშვილი

დემოკრატიულ მთავრობებს ხშირად უპირისპირდებიან რადიკალური ძალები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დეზინფორმაციის ცუნამში ფრთხილ ნავიგაციას ისწავლიან და არ გახდებიან მცდარი აღქმების მსხვერპლი.

„თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად თვალშისაცემია განსხვავება საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და უცხოეთში ქვეყნის შესახებ არასწორი აღქმების ფორმირებას შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს წინასწარ დაგეგმილ და კარგად კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიასთან გამკლავება.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ვისწავლით დეზინფორმაციის ცუნამში ფრთხილ ნავიგაციას, არ გავხდებით მცდარი აღქმების მსხვერპლი და გამოვიყენებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ნარატივებს. ეს გააძლიერებს დემოკრატიას, უზრუნველყოფს ხალხის ნების აღსრულებას და შიდა და გარე საფრთხეების მიუხედავად დემოკრატია იქნება მდგრადი და დაცული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები