მუშაობა მიდის, რომ მხარდაჭერა არ მოხდეს იმპიჩმენტზე - კალაძე პრეზიდენტ-ოპოზიციის შეხვედრებზე
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტ-ოპოზიციის შეხვედრები რეალურად იმისთვის იმართება, რომ არ მოხდეს არ მოხდეს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მხარდაჭერა, როდესაც საკითხის განხილვა პარლამენტში შედგება.
კალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტიც და ოპოზიციას ამ შეხვედრას ფუთავს ისე, რომ თითქოს ევროინტეგრაციაზე მსჯელობდნენ, სინამდვილეში კი განხილვის თემა იმპიჩმენტია.
რეალურად მუშაობა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ მხარდაჭერა არ მოხდეს იმპიჩმენტის განხილვა როდესაც იქნება პარლამენტში, თუმცა ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროინტეგრაციის გზაზე ხვდება რადიკალური ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლები. ვოიაჟს რაც შეეხება იცით, რომ ეს არის ჩვეულებრივ კონსტიტუციის დარღვევა", - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.