რა ჩაიტანა და რით ჩამოვიდა, მთავრობისათვის ანგარიში არ ჩაუბარებია - ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი ბაქიბუქობს

29.09.23 13:32
რა ჩაიტანა და რით ჩამოვიდა, მთავრობისათვის ანგარიში არ ჩაუბარებია - ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი ბაქიბუქობს

"ქართული ოცნება" პრეზიდენტზე გაბრაზებულია. მმართველი პარტიის ლიდერები ზურაბიშვილს ოპოზიციასთან შეხვედრებს ვერ პატიობენ. კობახიძის გუნდმა სალომე ზურაბიშვილს ჯერ უჩივლა, ახლა კი ურჩევენ ანგარიში ხალხს და მთავრობას ჩააბაროს.

გააკეთოს ბრიფინგი ან გამოვიდეს ფეისბუკით - ამბობს გია ვოლსკი. ევროპიდან დაბრუნებული ზურაბიშვილი დღეს ისევ ხელისუფლების მთავარი სამიზნეა.

ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი ბაქიბუქობს, როდესაც აცხადებს, რომ აუცილებლად მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ იგია პირადად ამაში ჩართული.

"ოცნებაში" ამბობენ რომ ლიეტუაში, ლატვიასა და ესტონეთში ზურაბიშვილის ვიზიტი უშედეგო იყო, რადგან ფიქრობენ რომ შეხვედრებზე, პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მოპოვებას კი არა, არამედ  ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნას ცდილობს.

სალომე ზურაბიშვილს ანგარიში არ ჩაუბარებია, არც მთავრობისათვის, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობას საგარეო მიმართულებებს, არც პარლამენტისათვის და არც საზოგადოებისათვის. ყველას აინტერესებს, რა ჩაიტანა და რით ჩამოვიდა იმიტომ, რომ ეს ბაქიბუქი, რაც მისგან მოვისმინეთ, რომ აუცილებლად მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ იგია პირადად ამაში ჩართული და ევროპულ მომავალს არ მიატოვებს, ეს მაღალფარდოვანი განცხადებები გაკეთდა, მაგრამ ამის შემდეგ ერთადერთი საერთო ბრიფინგი ვიხილეთ მისი ვიზიტებიდან, ლატვიის პრეზიდენტი გამოვიდა და გალანძღა საქართველო, როგორც კი შეეძლო. რა განცხადებას გააკეთებს თავის ვოიაჟებთან დაკავშირებით რა ფორმულით ჩავიდა, თუ იგივე სულელური ფორმულით ჩავიდა, რომელიც ეხება საზოგადოების და მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნას და საზოგადოებისათვის სტატუსის მოთხოვნას, რა საკვირველია ეს მავნებლურია და რა საკვირველია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაქცია", - ამბობს გია ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები