ხმაური ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე - პოლიციას ხალხი ადგილიდან ძალის გამოყენებით გაჰყავს
ხმაური ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე - პოლიციას ხალხი ადგილიდან ძალის გამოყენებით გაჰყავს.
ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ჭალეს მუნიციპალიტეტის ეწერფერდის თემის მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა. ისინი სოფელში გზების რეაბილიტაციას მოითხოვენ. ადგილზე მივიდა წალენჯიხის მერი, რომელიც მოსახლეობის პრობლემის უახლოეს მომავალში მოგვარებას დაჰპირდა.
ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით პოლიცია.
ადგილობრივები მძიმე სიტუაციაზე საუბრობენ, მათი თქმით, ადგილზე სასწრაფო ვერ მიდის, დაპირებები მიცემული აქვთ, მაგრამ ამ დრომდე დაპირებები დაპირებებად რჩება.
მანქანები ვერ დადიან, სასწრაფო ვერ მოდის, ხალხი ვერ მოდის, ტაქსს რომ ჰკითხო იმ გზაზე ვერ წავალო. თუ ღირს 2 ლარი 10 ლარადაც ვერ მოდის, რამდენი ხანია დაგვპირდნენ, გვპირდებიან, მაგრამ არაფერი არ არის", - ამბობს ადგილობრივი.