ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც მას და ჩვენ გვაწუხებს - ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა იმ საკითხზე, რაც პრეზიდენტს და ოპოზიციას აწუხებს.
ნაცვლიშვილის თქმით, ყველანი ძალიან შეწუხებულები და შეშფოთებულები არიან "ოცნებას" ხისტი პოლიტიკით და მმართველი გუნდის რუსეთის დავლებების შესრულებით.
ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც მას აწუხებს, რაც ჩვენ გვაწუხებს. მთავარი საკითხი, ცხადია იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, ხელოვნური დაბრკოლებები, რომელსაც "ქართული ოცნება" უქმნის საქართველოს ევროპულ გზაზე. ყველანი ძალიან შეწუხებულები და შეშფოთებულები ვართ, იმ ცოტა დროით, რომელიც რჩება საქართველოს და იმ პოზიციით, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას", ხისტი, არავისთან საუბარი, არავისთან დიალოგი, პირდაპირ შესრულება რუსეთის დავლებებისა, როგორმე ჩაჩეხონ საქართველო ევროპულ გზაზე", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.