პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავაყენეთ საკითხი ლაზარესთან მიმართებით - ეკა გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე საკითხი დააყენეს ლაზარე გრიგორიადისთან მიმართებით .
გიგაური ამბობს, რომ პრეზიდენტს გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია .
გვქონდა საუბარი მის ვიზიტებთან დაკავშირებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იმ განწყობებთან დაკავშირებით, რომელიც იქ აქვთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ჩვენც გავიგეთ ინფორმაცია, რომ ჯერ-ჯერობით არაფერი გადაწყვეტილი არ არის და შესაბამისად კითხვებიც აქვთ მათ, მაგრამ ასევე ფიქრობენ ქართულ საზოგადოებაზე და ქართველ ხალზე. შეხვედრაზე დავაყენეთ საკითხი ლაზარესთან მიმართებით და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საკითხი დაგვეყენებინა", - ამბობს ეკა გიგაური.