ნათელაშვილის მიმართვა პრემიერს - რა მოთხოვნა აქვს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს?
შალვა ნათელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს - ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, მოითხოვს, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს სკოლებში ერთჯერადი კვების დაფინანსების სისტემა.
ნათელაშვილი ფიქრობს, რომ სუს-ის და გომელაურის უწყებების ნაცვლად, საჭიროა თანხები გაჭირვებულ მოზარდებს მოხმარდეს და სკოლებში უფასო კვების სისტემა დაინერგოს. ამ მოთხოვნით, ნათელაშვილმა დღეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანა.
ნათელაშვილი ამბობს, რომ უკვე ყველასთვის ცნობილია პრემიერის შეძლებულ ოჯახზე, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეულობით ათასი ბავშვი მისი თანამოქალაქე შიმშილობს.
იმ დროს, როცა ბავშვები ოჯახებსა და სკოლებში მასობრივად შიმშილობენ, მთავრობამ გაზარდა უშიშროების და სპეც სამსახურთა დაფინანსება ნახევარ მილიარდამდე, ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხები გადაეტანა სკოლებში, უფასო ერთჯერადი კვებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ ბატონი პრემიერი დაიბადა და გაიზარდა ძალიან შეძლებულ ოჯახში და მას შეუძლია თავისი შვილები პენსილვანიაში ატაროს სპეციალური სახელმწიფო რეისებით სასწავლებლად, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეულობით ათასი ბავშვი მისი თანამოქალაქე შიმშილობს, კეთილი ინებოს, გამოიწვიო, გამოითხოვოს ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები და ეს მილიონები გადაიშვას სკოლებში ერთჯერადი კვებისათვის", - ამბობს "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.