იქნება თუ არა ნიკა გვარამია ენმ-ს ახალი ლიდერი და მიმდინარეობს თუ არა მასთან მოლაპარაკებები? - ხაბეიშვილის პასუხი

29.09.23 13:24
იქნება თუ არა ნიკა გვარამია ენმ-ს ახალი ლიდერი და მიმდინარეობს თუ არა მასთან მოლაპარაკებები? - ხაბეიშვილის პასუხი

იქნება თუ არა ნიკა გვარამია ენმ-ს ახალი ლიდერი - მაშინ, როდესაც "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლიტიკაში მიდის, "პირველების" ინფორმაციით, განიხილება ორი ვერსია. პირველი ვერსიის თანახმად, ნიკა გვარამია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირდებს თავის პოლიტიკურ კარიერას, მეორე ვერსიით კი შესაძლოა ახალი პარტია შეიქმნას. დეტალებზე ნიკა გვარამია ჯერჯერობით, არ საუბრობს.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობაში" მის მისვლას, "პირველებმა" დეტალები პარტიის თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან გადაამოწმა. როგორც ხაბეიშვილი ამბობს,  პარტია გვარამიასთან კომუნიკაციის მომხრეა, თუმცა ეს თავად "მთავარი არხის" დამფუძნებლის გადასაწყვეტია, საიდან იბრძოლებს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. 

წარმოუდგენელია ნიკა გვარამიასთან პროდასავლური პარტია და კოალიცია არ განიხილავდეს თანამშრომლობას. ნიკა გვარამია არის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, მას ძალიან დიდი ბრძოლის გამოცდილება აქვს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ ფორმატში მასთან თანამშრომლობა, კომუნიკაცია მოგვიწევს. მეტიც, მივესალმებით მის აქტიურ ჩართულობას. უფრო მეტს ვიტყვით, როცა თავად უფრო კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს.

"ნაციონალური მოძრაობის" კოალიციის კარი არის ღია და ყველა ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონკრეტული ადამიანები იბრძოლებენ, მათ შორის კონკრეტული საპასუხისმგებლო საქმეებით,“ - ამბობს ხაბეიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები