გვარამია დიდი ხანია არის პოლიტიკაში, არაფერი შეიცვლება - კალაძე გვარამიას არჩევნებისთვის კონკურენტად არ განიხილავს
რა გავლენა ექნება 2024 წლის არჩევნებზე ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ველზე გააქტიურებას - "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნებზე გავლენას "მთავარი არხის" დამფუძნებლის პოლიტიკაში ჩართვა ვერ მოახდენს.
თბილისის მერი კახა კალაძე გვარამიას რადიკალური ოპოზიციის ნაწილად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მას კონკურენტად ვერ აღიქვამს.
გვარამია დიდი ხანია არის პოლიტიკაში, ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გინდ გვარამია იყოს, გინდ ბუაძე, მელია და აშ. - არაფერი შეიცვლება, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ ჰყავთ ერთი მმართველი და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება ჩვენს ქვეყანაში.
ადამიანი განიხილო კონკურენტად, რომელიც ისეთი სიბინძურეებით იყო დაკავებული, როდესაც ხელისუფლებაში იყო, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, იგივე მისი განცხადებები, კონკრეტული ქმედებები, დღესაც აგრძელებს ამ სიბინძურეს თავისი გამონათქვამებით, თუნდაც, როცა ჩემი არჩევნები იყო, რა განცხადებებს აკეთებდა, რას კადრულობდა,“ - ამბობს კალაძე.