ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის დაპირისპირება სხვა და სხვა საკითხზე იყო - კახა კოჟორია
გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მუდმივი დაძაბული ურთიერთობის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა კახა კოჟორიამაც იცის. ამასთან, კოჟორია ამბობს, რომ ივანიშვილის შუამავლების შესახებ ინფრომაციას არ ფლობს.
არსებობდა დაპირისპირება სხვა და სხვა საკითხზე და ეს მალევე დაიწყო. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც დაპირისპირება დაიწყო, როგორც მე საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან ვიცი, იყო მოწმეთა დაკითხვის შესახებ კანონპროექტი. პრეზიდენტის ამინისტრაციაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ფიქრობდნენ მაშინ ვეტოს დადებაზე ამ კანონპროექტზე, რაზეც მწვავე რეაგირება შეიძლება ჰქონოდა მაშინდელ მმართველ ძალას და შესაბამისად, პრეზიდენტმა იმ მომენტში ვეტო არ დაადო. მიმდინარე პოლიტიკური საკითხები თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შესვლა-არშესვლის და იქიდან გამოსვლის საკითხი და ა.შ., ბევრი თემა იყო, რაზეც არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. კულუარულ ბრძოლებში, მე პირადად, მონწილეობა არ მიმიღია. ის, რომ ვინმე იქ მოსულიყო ჩემი იქ მუშაობის პროცესში და მისთვის მოეთხოვოს გადადგომა, ამას ადგილი არ ჰქონია და არც თავად გიორგი მარგველაშვილი არ ფიქრობდა იმ პროცესში გადადგომას. იმ პროცესში ის აქტიურად მოქმედებდა, საკმაოდ მოტივირებული იყო, რომ დაეცვა კონსტიტუციაც, დაეცვა პრეზიდენტის ინსტიტუტიც და დაეცვა სახელმწიფოს ინტერესები, - ამბობს კოჟოლია.
შუშის სასახლის ინტრიგები საჯაროზე დავით უსუფაშვილმა გამოიტანა. პარტია "ლელოს" ლიდერი "რეაქციიისთვის" მიცემულ ინტერვიუში დახურული შეხევდრის დეტალებს ყვება. იხსენებს პერიოდს, როცა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდან წასული იყო, თუმცა მაინც შეეძლო, პრეზიდენტი ცალკე ოთახში გაეყვანა და თანამდებობიდან წასვლაში დაერწმუნებინა.
უსუფაშვილის შემეგ ივანიშვილს პრეზიდენტზე ზეწოლაში გია ხუხაშვილიც ამხელს. ოლიგაქრის ყოფილი მარჯვენა ხელი ამბობს, რომ ივანიშვილი მარგველაშვილს საკუთარი მითითებების შესრულებას შუამავლით ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა ოლიგარქსა და მეოთხე პრეზიდენტს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზიც.