თურნავასნაირი მეორე არ არსებობს. ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ „დამკვეთის“ შეკვეთის შესრულება ჰგონია - ჭიჭინაძე
"თურნავასნაირი მეორე მართლა არ არსებობს. მას ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ „დამკვეთის“ შეკვეთის შესრულება ჰგონია", - ამ განცხადებას "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ავრცელებს.
ჭიჭინაძე სებ-ში მიმდინარე მოვლენებს და ჯაშუშობაში მხილებული ფარცხალაძისთვის სასათბურე პირობების შექმნას ეხმაურება. როგორც ჭიჭინაძე ამბობს თურნავა ყველა ხელისუფლების პირობებში დავალებების შემსრულებელი იყო.
თურნავასნაირი მეორე მართლა არ არსებობს.
მას ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ „დამკვეთის“ შეკვეთის შესრულება ჰგონია. თუ „დამკვეთს“ რამე კონკრეტული ობიექტის ხელში ჩაგდება მოუნდებოდა, ეს ოდითგანვე, ჯერ კიდევ შევარდნაძიდან და სააკაშვილიდან მოყოლებული, ასრულებდა და ასრულებს ყველა ბინძურ დაკვეთას. საქმეც კი იყო მასზე აღძრული, მაგრამ „ოცნებასთანაც“ დალაგდა და ახლა ერთად აქცევენ ქვეყანას.ფაცხალაძის თემაც ხომ მორიგი დაკვეთის შესრულებაა.
იმ სხვაობით, რომ ამ სანქციების დაიგნორებამ შეიძლება სერიოზულ სანქციებამდე მიიყვანოს უკვე ქვეყანა, რადგან, როდესაც სავალუტო ფონდი პარტნიორობას გიწყვეტს, ე.ი სანდობის რეიტინგი დაეცა, რაც პირდაპირი ნიშანია ინვესტორებისთვის რომ ქვეყნიდან უნდა გაიქცნენ.
ერთ მშვენიერ დღეს კი, შესაძლოა ლარის კურსი ისე ჩამოაქციონ, რომ მართლა ბოლომდე ჩამოვიშლებით. ჯერ უბრალოდ ხალხს უწევენ როგორც ჩანს ანგარიშს.
ისე, კითხვა მაქვს ოპოზიციასთან,
დღეს აღარ მოსწონთ თურნავა?!
მათ როდესაც ემსახურებოდა მაშინ ხომ კარგი იყო ?!
რადგან ძალიან ნაკლებად მახსენდება ვინმე, ვინც ჩემთან ერთად აპროტესტებდა მის აღზევებას," - ამბობს ჭიჭინაძე.