„ლელოში“ სიახლეა - ვინ შეემატა პარტიას

29.09.23 14:09
„ლელოში“ სიახლეა - ვინ შეემატა პარტიას

„ლელოში“ განახლებისა და შიდაპარტიულ სტრუქტურული ცვლილებების პროცესი გრძელდება. სამდივნოში განხორციელებული გადაადგილების შემდეგ, სიახლეა  საზოგადოებასთან  ურთიერთობის მიმართულებით.

პარტიას შეემატა პალიტრა-მედიის ყოფილი ჟურნალისტი კოკა კვირკველია, რომელიც „ლელოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გახდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად კი ია ადეიშვილი დაინიშნა.

როგორც პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს „ლელო“ აგრძელებს შიდაპარტიული სტრუქტურის გაძლიერებას და საკადრო ცვლილებების მიღმა აქტიურად მუშაობს პარტიის საარჩევნო პროგრამაზე.

„ლელო ინტენსიურად მუშაობს წინასაარჩევნო პროგრამაზე, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. გვაქვს ბევრი საინტერესო სიახლე, როემლიც გამოგვარჩევს სხვებისგან და იქნება ასოცირებული მხოლოდ ლელოსთან. ეს სიახლეები საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება „ - აცხადებს კურპაძე.

მსგავსი სიახლეები