ჩემს თეას დაუწერია, ჯანელიძემ ფილმისთვის დაფინანსება ჩაწყობით მოიპოვაო - გახარიას მიმართა წულუკიანს

29.09.23 14:20
ჩემს თეას დაუწერია, ჯანელიძემ ფილმისთვის დაფინანსება ჩაწყობით მოიპოვაო - გახარიას მიმართა წულუკიანს

 

 

 

"მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში," - ამ განცხადებას გიორგი გახარია ავრცელებს. პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი ნანა ჯანელიძის ფილმ "იარე ლიზას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და კულტურის მინისტრის მითითებით სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება.

ვიდეომიმართვაში გიორგი გახარია თეა წულუკიანს მიმართავს და სვამს კითხვას, სად იქნება კულტურის მინისტრი ივანიშვილთან ერთად იმ დროს, როცა ქართველები და აფხაზეთი არა რუსულ, არამედ ეროვნულ და ევროპულ ქვეყანას ერთად ააშენებენ.

სააკაშვილს და წულუკიანს თურმე ერთნაირად, ისე, რომ არ უნახავთ, არ მოწონებიათ ჯანელიძის ახალი ფილმი აფხაზეთის ომზე. იმ არანორმალურზე საუბარს აზრი არ აქვს, ჩემს თეას კი გუშინ დაუწერია, ნანა ჯანელიძემ ფილმისთვის დაფინანსება ჩაწყობით მოიპოვაო. თეა ძვირფასო, თქვენ, შენ, ის ბრძენი კაცი, ისეთი ტემპით მიექანებით ჩრდილოეთისკენ, რომ მალე ჩვენ - ქართველებს და აფხაზებს - ჩვენი კულტურის, იდენტობის, ხშირად რთული, მაგრამ ერთობლივი ისტორიის და წარსულის დაცვა მოგვიწევს ერთად და მხარდამხარ. შემდეგ მოგვიწევს ერთად რუსული კი არა, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. კითხვა ის არის, თქვენ სად იქნებით, ჩვენს - ქართველების და აფხაზების გვერდით თუ რუსებთან.

მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც, რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს", - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები