"მიხეილ სააკაშვილს ვაქებდი, როდესაც ამის საჭიროება იყო და როდესაც შესაქები იყო" - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ განუცხადა.

კალაძის თქმით, გარდა პრეზიდენტის შექებისა, ის საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რაც მაშინ ხდებოდა ქვეყანაში, რის გამოც ის არ მოსწონდათ.

რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ვაქებდი, როდესაც ამის საჭიროება იყო და როდესაც შესაქები იყო. თუმცა, იმავდროულად არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ ვსაუბრობდი იმ პრობლემებზე, იმ გამოწვევებზე და იმ ცუდ რაღაცებზე, რაც მაშინ ხდებოდა ქვეყანაში და ამიტომ არ იყო კახი კალაძე მათთვის მისაღები", - ამბობს კახა კალაძე.