დაკითხვების სერია სუს-ში - ღარიბაშვილის განცხადებიდან რამდენიმე საათში, უწყებაში „კანვასის“ წევრები დაიბარეს

29.09.23 14:54
დაკითხვების სერია სუს-ში - ღარიბაშვილის განცხადებიდან რამდენიმე საათში, უწყებაში „კანვასის“ წევრები დაიბარეს

დაკითხვების სერია სუს-ში - ღარიბაშვილის განცხადებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე სერბული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაიბარა.

"პირველების" ინფორმაციით, დასტური მათგან უკვე არსებობს. მათ გამომძიებლებს თანხმობა განუცხადეს და უთხრეს, რომ 3 საათზე მოდულის შენობაში გამოცხადდებიან.

ცოტა ხნის წინ "პირველებმა" გადაიღო კადრები, როგორ ტოვებენ სერბეთის მოქალაქეები ტერიტორიას და დიდი ალბათობით, ისინი უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების შენობისკენ მიემართებიან.

ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც წლების წინ მილოშევიჩის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფუძნდა და ამის შემდეგ მთელს მსოფლიოში სამოქალაქო აქტივისტების და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით არის დაკავებული. რას უკავშირდება "კანვასის" წევრების დაკითხვაზე დაბარება. 

"პირველების" ინფორმაციით ეს ის ხალხია, ვინც სამოქალაქო სექტორს ეხმარება რჩევებით და რეკომენდაციებით, როგორ უნდა აიცილონ არჩევნების გაყალბება. საინტერესოა, რატომ გახდა სამოქალაქო სექტორის დასახმარებლად საქართველოში ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები სუს-ის ინტერესის საგანი?

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სუს-მა გამოძიება ხუთჯერ დაიწყო, თუმცა იყო მხოლოდ დაანონსებული გამოძიება და არ გვინახავს არც მტკიცებულებები და არც დასრულებული გამოძიება.

როგორც ჩანს, ახლა როდესაც "ქართულ ოცნებას" ევროკავშირისგან მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დასავლეთი აკრიტიკებს, თემის გადასაფარად, უკვე მეხუთედ, დაიწყო სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაზე საუბარი.

 

მსგავსი სიახლეები