ხელისუფლებამ საკმარისი შედეგი ვერ დადო, მთავრობისგან სტატუსის მისაღებად ამბიცია ვერ დავინახეთ - კრამონი
„საქართველოს მთავრობამ საკმარისი შედეგი ვერ დადო, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული არ არის,“ - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა.
როგორც ევროპარლამენტარი „პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, ევროკომისიაში საქართველოს მიმართ არის როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი განწყობები. კრიტიკას კი მთავრობის მხრიდან საკმარისი ამბიციის არქონა ამწვავებს.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა მოხდეს, რათა რეფორმები შესრულდეს.
ვხედავ, რომ არსებობს კეთილი ნება ევროკომისიაში, მაგრამ ასევე, არსებობს უარყოფითი განწყობები პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ კრიტიკულად არიან განწყობილები, რადგან საქართველოს მთავრობამ საკმარისი შედეგი ვერ დადო.
რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული არ არის. ჩვენ მთავრობისგან სტატუსის მისაღებად ამბიცია ვერ დავინახეთ. მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, ქართველი ხალხის სურვილს, რომ უნდათ ევროკავშირის წევრობა. ბრიუსელში ამბობენ, რომ ეს მთავრობა სტატუსს არ იმსახურებს, თუმცა იმსახურებს ქართველი ხალხი.
ამიტომ არჩევნების შემდეგ, ჩვენ უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რეფორმების შესასრულებლად, თუ ამის შემდეგაც რეკომენდაციები არ შესრულდება, ამას სულ სხვა ნაბიჯები მოჰყვება. შესაძლებლობები წინ გიდევთ. არ ვიცი, კომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ეს საკმაოდ სარისკო იქნება,“ - ამბობს კრამონი.