პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პრობლემებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა - კრამონი

29.09.23 15:01
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პრობლემებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა - კრამონი

"პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პრობლემებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა," - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

როგორც ევროპარლამენტარი "პირველებთან" ამბობს, სალომე ზურაბიშვილის დადანაშაულება, რომ თითქოს მან სტატუსის მიღებას საბოტაჟი მოუწყო, არასწორია.

პრეზიდენტმა ბევრი გააკეთა კანდიდატის სტატუსის ლობირებისთვის, არ არსებობს მიზეზი მისი დადანაშაულებისთვის, რომ ის სათანადოდ არ მოქმედებდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პრობლემებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა," - ამბობს ევროპარლამენტარი.
 

მსგავსი სიახლეები