რასაც თქვენი პრემიერი ღარიბაშვილი ხალხს ეუბნება, უბრალოდ ტყუილია - ვიოლა ფონ კრამონი

29.09.23 15:01
რასაც თქვენი პრემიერი ღარიბაშვილი ხალხს ეუბნება, უბრალოდ ტყუილია - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოს პრემიერს ტყუილში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამხელს. "პირველებთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარი პირდაპირ ამბობს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი საზოგადოებას ატყუებს და შეცდომაში შეყვანას ცდილობს იმის მტკიცებით, რომ თითქოს საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციები სრულად შეასრულა. 

ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ყოფნის დროს თქვა, რომ მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია იყო შესრულებული. რასაც თქვენი პრემიერი ღარიბაშვილი ხალხს ეუბნება, უბრალოდ ტყუილია - თითქოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, პირიქით. ევროკავშირმა მოითხოვა დეპოლარიზაცია და სხვა რეფორმები, მაგრამ მთავრობას ამის შესრულების სურვილი არ აქვს. 

მმართველი ძალა არის უდიდესი პარტია, მათ აქვთ უდიდესი რესურსი, გავლენა რამდენიმე მედიასაშუალებაზე, მათ დეპოლარიზაციისთვის ბევრის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს," - განაცხადა კრამონმა.

მსგავსი სიახლეები