რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდი სოხუმის პორტში შევიდა

29.09.23 15:09
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდი სოხუმის პორტში შევიდა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა - ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო "აფსნიპრესი" იტყობინება. როგორც ირკვევა, გემმა მონაწილეობა უნდა მიიღოს "აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღისადმი" 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში. 

რუს მეზღვაურებს პორტში შეხვდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლები და მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს წევრები, ასევე თვითგამოცხადებული პარლამენტის დეპუტატები.

სააგენტოს ინფორმაციით, სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმში 1 ოქტომბრამდე დარჩება. ცნობისთვის, გასულ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევიც.

მსგავსი სიახლეები