ოკუპირებული ცხინ­ვა­ლი­დან თბი­ლის­ში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 10 წლის ბავ­შვი გად­მო­იყ­ვა­ნეს

29.09.23 15:16
ოკუპირებული ცხინ­ვა­ლი­დან თბი­ლის­ში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 10 წლის ბავ­შვი გად­მო­იყ­ვა­ნეს

ოკუპირებული ცხინ­ვა­ლი­დან თბი­ლის­ში 10 წლის ბავ­შვი გად­მო­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. დაჭრილი წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გადმოიყვანეს.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. შს სა­მინის­ტროს წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ვის რა­ი­ო­ნის 23 წლის მცხოვ­რებ­მა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უყუ­რა­დღე­ბოდ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, 10 წლის ძმა დაჭ­რა. 

ekhokavkaza-ს ინ­ფორ­მაციით, თავ­და­პირ­ვე­ლად, დაჭ­რი­ლი ბავ­შვი 28 სექ­ტემ­ბერს ცხინ­ვა­ლის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს.

მსგავსი სიახლეები