"ცუდი არაფერია" - კალაძე რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიებულებაში საფრთხეს ვერ ხედავს
რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდაში "ოცნების" გენერალური მდივანი ცუდს ვერაფერს ხედავს. კახა კალაძე ირწმუნება, რომ ბიზნესის ამგვარად გავითარება ქვეყნისთის მხოლოდ მომგებიანია. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედებს კანონი და მისი დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე პასუხს აგებს.
ზოგადად ის, რომ ბიზნესი ვითარდება, სხვა და სხვა კომპანიები იხსნება სხვა და სხვა მიმართულებით, ეს, რა თქმა უნდა, აჩენს კონკურენციას და ცუდი ამაში არაფერია. საქართველოში მოქმედებს კანონები, კონსტიტუცია, მნიშვნელობა არ აქვს ეს რუსი იქნება, ამერიკელი, ირანელი, ავსტრიელი, ვინც დაარღვევს კანონს, წავა კონსტიტუციის წინააღმეგ, ამას მოჰყვება შესაბამისი რექგირება, - ამბობს კალაძე.
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაზრდილია. საგანგაშო კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს.
დოკუემნტიდან ირკვევა, რომ მხოლოდ 2023 წლის პირველ ექვს თვეში, ექსპორტით და გზავნილებით აგრესორი ქვეყნიდან საქართველოში ორი მილიარდი დოლარი შემოვიდა.რეკორდულად გაზრდილია რუსი ვიზიტორების რაოდენობაც.