რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს - ვოლსკი
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულება ნორმალურია, მეტადრე იმ პირობებში, როცა ქვეყანს მწირი რესურსი აქვს. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ოკუპანტთან ეკონომიკური ურთიერობების გაწყვეტა, საქართველოს ეკონომიკას ჩამოანგრევს.
მაღალი პროცენტი არ ნიშნავს არანაირად იმას, რომ საქართველო ჩამორჩება ან საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ვაჭრობის მაჩვენებელს რუსეთის ფედერაციასთან. ინ რესურსებით, რაც საქართველოს გააჩნია, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა, ნიშნავს დანგრევას ჩვენ ეკონომიკის და მიწასთან გასწორებას. ამას, რასაკვირვეია, არცერთი სტატისტიკური მონაცემიდან გამომდინარე, არ გააკეტებს ხელისუფლება, - ამბობს ვოლსკი.
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაზრდილია. საგანგაშო კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს.
დოკუემნტიდან ირკვევა, რომ მხოლოდ 2023 წლის პირველ ექვს თვეში, ექსპორტით და გზავნილებით აგრესორი ქვეყნიდან საქართველოში ორი მილიარდი დოლარი შემოვიდა.რეკორდულად გაზრდილია რუსი ვიზიტორების რაოდენობაც