ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას შეუწყვეტს - კორძაია
თამარ კორძაია პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებს "პირველებს" უმხელს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას შეუწყვეტს.
კორძაიას თქმით, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძისთვის დროებით მოქალაქეობის შენარჩუნება მძიმე მდგომარეობაში აყენებს სებ-ს და ეს მისი მხრიდან ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება დროებით რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაში აყენებს თავად ეროვნულ ბანკსაც და ამიტომ ეს არის კიდევ ერთი მექანიზმი ზეწოლის, რომ საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარი საკითხი გადაწყდეს და თურნავამ გააუქმოს მის მიერ მიღებული ბრძანება. მე ვერ გეტყვით ამას, როდის გააკეთებს (ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა), მაგრამ მან დაადასტურა, რომ ცალსახად ამას გააკეთებს. პრობლემა ცოცხალია ამ წუთისთვის და ერთადერთი მიმდინარე ქეისია, რომელზეც საერთაშორისო რეაგირება უნდა მოხდეს და აგრეთვე ვთქვა, რომ გარდაუვალია ფარცხალაძეს ის მოქალაქეობას არ შეუნარჩუნებს", - ამბობს თამარ კორძაია.