რატომ დაიბარა პრეზიდენტმა ბოკუჩავა საპრეზიდენტო სასახლეში მარტო - ოპოზიციონერი შეხვედრის დეტალებს ამხელს

29.09.23 15:52
რატომ დაიბარა პრეზიდენტმა ბოკუჩავა საპრეზიდენტო სასახლეში მარტო - ოპოზიციონერი შეხვედრის დეტალებს ამხელს

რატომ დაიბარა სალომე ზურაბიშვილმა ბოკუჩავა საპრეზიდენტო სასახლეში მარტო - ოპოზიციონერი შეხვედრის დეტალებს ამხელს  და ამბობს, რომ პრეზიდენტთან საუბრის თემა იმპიჩმენტის  და მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა. 

ენმ-ს ლიდერი ამბობს, კითხვები, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა, მოიხსნა. 

კითხვები, რომელიც ჩვენ გვქონდა მოიხსნა და ვფიქრობ, რომ ეს კითხვები საზოგადოებისთვისაც მოიხსნება, თუმცა აქაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ხოლმე დროის ფაქტორის გათვალისწინება იმიტომ, რომ შემდეგ ეს იძლევა პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობას. გვქონდა საუბარი, როგორც არის ოცნების მიერ გათამაშებული იმპიჩმენტის პროცესი, რომელსაც ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს არ უჭერს ისევე, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილის საკითხი, რომელიც ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები