რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა - ბუაძე რუსებისთვის გადასახადების გაზრდას ითხოვს

29.09.23 15:39
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა - ბუაძე რუსებისთვის გადასახადების გაზრდას ითხოვს

მოქმედი ხელისუფლების პირობებეში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა "ლელოს" წევრს, საბა ბუაძეს არ უკვირს. ოპოზიციიის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" რუსეთის ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, საჭიროა, რუსებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა გაიზარდოს.

როდესაც ხელისუფლება პირდაპირ პუტინის რუსეთის ინტერესებს ემსახურება, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე იზრდება. ვხედავთ აქ მასობრივ შემოდინებას რუსების, რუსეთის ინტერესების ექსპანსიას საქართველოში ისე, რომ გაურკვეველია, რა სარგებელს იღებს საქართველო ამ ყველაფრიდან. ეს ხალხი კონკურენციას უწევს ქართულ ბიზნესებს, იკავებს ქართულ სამუშაო ადგილებს, შესაბამისად, მათი გადასახადი გაცილებით მეტი უნდა იყოს ბიუჯეტში, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები, - ამბოლბს საბა ბუაძე.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაზრდილია. საგანგაშო კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს.

დოკუემნტიდან ირკვევა, რომ მხოლოდ 2023 წლის პირველ ექვს თვეში, ექსპორტით და გზავნილებით აგრესორი ქვეყნიდან საქართველოში ორი მილიარდი დოლარი შემოვიდა.რეკორდულად გაზრდილია რუსი ვიზიტორების რაოდენობაც.

მსგავსი სიახლეები