პრეზიდენტმა უნდა დაძლიოს არასრულფასოვნების ეგო თუ შინაგანი გამოძახილი - ღუდუშაური

29.09.23 15:59
პრეზიდენტმა უნდა დაძლიოს არასრულფასოვნების ეგო თუ შინაგანი გამოძახილი - ღუდუშაური

"ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ვერ გაუგია, თუ რატომ ხვდება სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ქალ დეპუტატებს.

ღუდუშაური პრეზიდენტს ურჩევს დაძლიოს არასრულფასოვნების ეგო თუ შინაგანი გამოძახილი.

ეს არის ამორალური საქციელი, რასაც ჰქვია, რომ თურმე ის რაღაც ერთგვარ დისკრიმინაციას ახდენს იმასთან დაკავშირებით, რომ შერჩევითად ახდენს და მითუმეტეს, რას ნიშნავს ქალი პოლიტიკოსი, კაცი პოლიტიკოსი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა უნდა დაძლიოს ეს პირადი არასრულფასოვნების ეგო თუ რაღაც შინაგანი გამოძახილი და უნდა ვიყოთ ერთიანები და თუ ამას ვერ აკეთებს ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან კარგი სასახლე აქვს იქ სადაც არის და მე ვფიქრობ, რომ იქ საკმარისი რის, სივრცეც, კომუნიკაციის საშუალებაც, შეუძლია რამდენჯერმე შეხვდეს კაპიტან გიგაურს დილა, საღამოს, შუადღეს, გინდა ყავა დალიოს, გინდა ჩაი დალიოს", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

მსგავსი სიახლეები