ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა - ადვოკატი

29.09.23 15:43
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა - ადვოკატი

"5-წლიანი ეპოპეა ამ საქმეზე დასრულდა, დასრულდა იმ შედეგით რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში იქნენ გამართლებულები," - ამ განცხადებას ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ავრცელებს. 

როგორც ადვოკატი ამბობს, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. როგორც ადვოკატი ამბობს, საქმე ახლა სტრასბურგის სასამართლოში გადაიგზავნება, რადგან ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნობა მიუღებელია.

სასამართლოში დამთავრდა საკასაციო საჩივრების განხილვა, არ იქნა დასაშვებად მიჩნეული არც დაცვის და ბრალდების მხარის საჩივარი რაც იმას ნიშნავს რომ 5-წლიანი ეპოპეა ამ საქმეზე დასრულდა, დასრულდა იმ შედეგით რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში იქნენ გამართლებულები, ასევე ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენს მიერ აუცილებლად იქნება გასაჩივრებული იქნება სტრასბურგის სასამართლოში სადაც საბოლოოდ დადგინდება რომ არც ამ ნაწილში ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვს," - ამბობს კორძაძე.

მსგავსი სიახლეები