"ქართული ოცნება" პარტიის ქალ წევრებს სამგორში შეხვდა
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, თბილისის საბჭოს ხელმძღვანელთან ერთად, თბილისის რაიონებში საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს.
ნინო წილოსანი და რიმა ბერაძე ორგანიზაციის სამგორის რაიონის ახალ წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა სამგორის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან ჩარკვიანმა გახსნა და სტუმრებს სამგორის ორგანიზაციის მიერ, ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
ნინო წილოსანმა დამსწრეებს ორგანიზაციის გეგმებსა და ამოცანებზე მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ქალთა წარმომადგენლობის ზრდის აუცილებლობაზე პოლიტიკაში.
რიმა ბერაძემ დედაქალაქის მასშტაბით, ქალების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მუნიციპალურ პოლიტიკაზე ისაუბრა.
ორგანიზაციის წევრებმა ქალების წინაშე არსებულ რამდენიმე გამოწვევაზე გაამახვილეს ყურადღება, რაზეც თანამშრომლობისა და დახმარების დაპირება მიიღეს.