უსუფაშვილის განცხადებები რევოლუციური სცენარის ნაწილია - ვოლსკი
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ დავით უსუფაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ივანიშვილი მარგველაშვილს გადადგომას აიძულებდა, სიცრუეა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის წევრი განცადებები რევოლუციური სცენარის გაგრძელებაა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ემსახურება.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი განცხადებების კეთება არის უზნეობა, იქიდან გამომდინარე, რომ არც დათო უსუფაშვილი იყო ის პიროვნება, რომელთანაც ასეთი საკითხები შეიძლება გარჩეულიყო, ეგ ერთი, და მეორე, რაც მთავარია, შედეგით უნდა ვიმსჯელოთ. დათო უსუფაშვილის გუშინდელი მონაყოლით, რომელიც ცდილობს, რომ კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება, დესტაბილიზაციას ახალი ელემენტები შესძინოს, რომ ენერგია აკრიფოს ამ რევოლუციურმა პროცესმა, ამ განცხადებებს აკეთებს, ეს არის მისი მიზანი და რასაკვირველია, უნდა ვიმსჯელოთ შედეგების მიხედვით. არც იმას გამოვრიცხავ, მარგველაშვილმაც იგივე ცრუპენტელობას მიჰყოს ხელი. დასაშვებიც არ არის იმდენად, რამდენადაც მარგველაშვილის გადადგომის თემა, როგორც ასეთი, არც მაშინ წამოწეულა, თავიდან და არც დაპირისპირების გარკვეულ ეტაპზე ამის შესახებ თქმულა, - ამბობს ვოლსკი.
შუშის სასახლის ინტრიგები საჯაროზე დავით უსუფაშვილმა გამოიტანა. პარტია "ლელოს" ლიდერი "რეაქციიისთვის" მიცემულ ინტერვიუში დახურული შეხევდრის დეტალებს ყვება. იხსენებს პერიოდს, როცა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდან წასული იყო, თუმცა მაინც შეეძლო, პრეზიდენტი ცალკე ოთახში გაეყვანა და თანამდებობიდან წასვლაში დაერწმუნებინა.
უსუფაშვილის შემეგ ივანიშვილს პრეზიდენტზე ზეწოლაში გია ხუხაშვილიც ამხელს. ოლიგაქრის ყოფილი მარჯვენა ხელი ამბობს, რომ ივანიშვილი მარგველაშვილს საკუთარი მითითებების შესრულებას შუამავლით ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა ოლიგარქსა და მეოთხე პრეზიდენტს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზიც.