გაერთიანებას „ლუზერების პლატფორმა“ უნდა დაარქვან და ზემოთ ვაშაძე დასვან, ოგბუნუჯუმ რომ მოუგო არჩევნებში - ზარქუა
"ვაშაძე რომ გეყოლება ლიდერი, იქ რა გამარჯვება უნდა იყოს? - გაერთიანებას უნდა დაარქვან „ლუზერების პლატფორმა“ და ზემოთ ვაშაძე დასვან, ოგბუნუჯუმ რომ მოუგო არჩევნებში," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა შტაბის ხელმძღვანელად გიორგი ვაშაძის დანიშვნას.
ზარქუა ამტკიცებს, რომ ოპოზიციას არეულობის სურვილი აქვს.
არეულობის სურვილი აქვთ, მაგრამ ერთი ადგილი არ აქვთ. არაერთხელ ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, დაფინანსების მიუხედავად. ქალბატონი ლაკა იცით ფინანსდება რუსეთიდან, ზოგი სხვა წყაროებიდან ფინანსდება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რატომ? - როცა ვაშაძე გეყოლება ლიდერი, იქ რა გამარჯვება უნდა იყოს? „ჩათლახმა“ ჩემი ხაბეიშვილი დამიჩაგრა და ამას არ ვაპატიებ.
გაერთიანებას უნდა დაარქვან „ლუზერების პლატფორმა“ და ზემოთ ვაშაძე უნდა დასვან, რომელმაც მერობაზე იყარა კენჭი და ერთი ჩვენი კარგი თანამოქალაქეა - ნიგერიელი, ერთი წლის წინ გადმოსახლდა, ოგბუნუჯუ თუ არ ვცდები და იმან მოუგო ვაშაძეს“, - განაცხადა ზარქუამ.