პოლიტიკაში ჩემი წასვლა არავისთვის სანერვიულო არ არის, არავის ადგილის დაკავებას არ ვაპირებ - ნიკა გვარამია
"პოლიტიკაში ჩემი წასვლა არავისთვის სანერვიულო არ არის", - ასე პასუხობს ნიკა გვარამია მის სამომავლო გეგმებზე დასმულ კითხვას.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი "პირველებთან" ადასტურებს, რომ საარჩევნოდ ბრძოლას პოლიტიკური ველიდან აპირებს, თუმცა როგორ ან რა ფორმით ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება.
პოლიტიკაში ჩემი წასვლა არ არის სანერვიულო არავისთვის, არავის ადგილის დაკავებას არ ვაპირებ, დანამდვილებით. მე მინდა, რომ ვიყო ის, სადაც უფრო მეტი ეფექტიანობა მექნება მეც პერსონალურად და შევძენ იმ პლატფორმას, სადაც მივალ ან გავაკეთებ. ეს გადაწყვეტილება როცა მექნება მიღებული, ამას გავახმოვანებ, ჯერჯერობით, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.
სამოქალაქო სექტორში წასვლას არ ვაპირებ, ვაპირებ წასვლას პოლიტიკაში. იქნება ეს პარტიის წევრობა თუ ერთიანი პლატფორმა, სამოძრაო სივრცე უფრო განსხვავებული, ამაზე ამ წუთში გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, გეტყოდით, არ დაგიმალავდით, განვიხილავ ერთსაც და მეორესაც,“ - ამბობს ნიკა გვარამია.