ყველა ვარიანტს განვიხილავ, მათ შორის ნაც.მოძრაობასაც, თუმცა არის სხვა ვარიანტებიც - სად წავა ნიკა გვარამია

29.09.23 17:21
ყველა ვარიანტს განვიხილავ, მათ შორის ნაც.მოძრაობასაც, თუმცა არის სხვა ვარიანტებიც - სად წავა ნიკა გვარამია

შექმნის ახალ პარტიას თუ შეუერთდება რომელიმე პოლიტიკურ ძალას - "მთავარი არხის" დამფუძნებელს ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

როგორც ნიკა გვარამია "პირველებს" ეუბნება, გადაწყვეტილება პოლიტიკაში ჩაბმის მიღებული აქვს, თუმცა იქნება თუ არა ენმ-ის რიგებში, ჯერ არ იცის. გვარამიას თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის იდეასაც განიხილავს, თუმცა ასევე ამბობს, რომ არც სხვა პლატფორმებიდან ბრძოლას გამორიცხავს. 

გადაწყვეტილებას კი ნიკა გვარამია, სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღებს, რაც აშშ-სა და ევროპული ქვეყნების ლიდერებს შეხვდება და საქართველოში დაბრუნდება. 

ბევრ რამეზე ვფიქრობ, მათ შორის, არის ერთ-ერთი ესეც, თავისთავად ცხადია. არ დავკონკრეტდები, შესაძლებლობები ბევრია, თუმცა სწორი შესაძლებლობა ცოტა, ამიტომ უფრო მეტი ფიქრი მჭირდება. 

ყველა ვარიანტს განვიხილავ მეთქი რომ გითხარით, შედის ნაცმოძრაობაც. იქ გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ არ შედის და არცერთ შემთხვევაში არ განვიხილავ, თუმცა არის სხვა ვარიანტებიც,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
 

მსგავსი სიახლეები