გაცნობებთ, რომ უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - უკრაინის პასუხი ორბანს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს პასუხობს. საქმე ეხება ორბანის განცხადებას, სადაც პრემიერმა თქვა, რომ "არარეალურია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს". ორბანი ასევე აღნიშნავს, რომ "ძალიან რთულ კითხვებზე პასუხის გაცემაა საჭირო, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს".
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო განცხადებაში წერს, რომ უკრაინას "არ შეუცვლია თავისი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
დადებითად აღვნიშნავთ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი შეშფოთებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გამო. გაცნობებთ, რომ უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირს მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუერთდება.