რეგრესიის ძალებთან დაკავშირება ტრაგიკული პარადოქსია - წიკლაური

29.09.23 18:39
რეგრესიის ძალებთან დაკავშირება ტრაგიკული პარადოქსია - წიკლაური

"თუ ვინმე "ენმ"-ის ფუძემდებლური პრინციპებიდან წავიდა, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით საუბრობენ", - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური პარტიაში არსებულ მდგომარეობას.

წიკლაური ამბობს, რომ უარის თქმა ყველა იმ მთავარ ღირებულებაზე, რომლის გარშემოც ენმ ერთიანდებოდა, ტრაგიკული პარადოქსია.

თუ ვინმე წავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფუძემდებლური პრინციპებიდან ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ჩნდებიან. ეს არის მართლაც ტრაგიკული პარადოქსია, იმიტომ, რომ უარის თქმა დემოკრატიაზე, პოლიტიკურ საბჭოზე, უარის თქმა განსხვავებულ აზრზე, ყველაფერი იმაზე, რითაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო გამორჩეული და პირდაპირ რეგრესის ძალებთან დაკავშირება არის ის, რაც ჩვენს პოლიტიკურ პარტიას მომავალს უკარგავს. ამიტომ, როცა საუბარია წასვლაზე, ამ ადამიანებმა უნდა იფიქრონ, საით წავიდნენ ისინი, როგორ თქვეს უარი ამ ფუძემდებლურ პრინციპებზე - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ არ იცის "მთავარი არხის" დამფუძნებლის გეგმების შესახებ.

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით ნიკა გვარამიას გეგმების შესახებ. მე წარმომიდგენია, რომ ნიკა გვარამია ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე ფასდაუდებელი ლიდერი, თუმცა, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან აპირებს დაკავშირებას, არ ვიცი.

ვიცი, რომ ამ ხელისუფლებას უნდა დავუპირისპირდეთ მორალური სიცხადით, თუ იქნება მორალური სიცხადე, დემოკრატია და თუ უარს არ ვიტყვით ფუნდამენტურ პრინციპებზე, რაც ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ასაზრდოებდა, ყველაფერი გამოგვივა. ნიკა გვარამია ერთგული იყო იმ პრინციპების, რომელიც მე ჩამოვთვალე,“ - ამბობს ნუგზარ წიკლაური.

მსგავსი სიახლეები