შუშის სასახლის პოლიტიკური ინტრიგები - ივანიშვილი პრეზიდენტების გადაყენების მცდელობაშია მხილებული
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტების გადაყენების მცდელობაშია მხილებული - როცა აღარ ემორჩილებიან, მოქმედებაზე მაშინ გადადის. მას შემდეგ, რაც მარგველაშვილისგან პირველი წინააღმდეგობა მიიღო, აიძულებდა, თანამდებობა დაეტოვებინა. შუშის სასახლის პოლიტიკურ ინტრიგებს ფარდა წლების შემდეგ დავით უსუფაშვილმა ახადა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამ ამბის პირველ წყაროა, რადგან საქმის გარჩევას სოლოლაკის რეზიდენციაში თავადაც ესწრებოდა. პოლიტიკიდან თითქოს წასულმა ოლიგარქმა პრეზიდენტი მარგველაშვილი ცალკე ოთახში გაიყვანა და ეუბნებოდა, გადამდგარიყო.
დავით უსუფაშვილის შემდეგ კიდევ უფრო ბევრი თქვეს ადამიანებმა, ვინც წლების წინ ივანიშვილის კარზე დიდი ნდობით სარგებლობდნენ. ოლიგარქმა პრეზიდენტი მას შემდეგ ამოიჩემა, რაც მისი სრული დამორჩილება სცადა, მარგველაშვილმა კი წინააღმდეგობა გაუწია. 'შენ მართლა პრეზიდენტი ხომ არ გგონია თავი," - ეუბნებოდა ქვეყნის არაფორმალური მმართველი გიორგი მარგველაშვილს და მისგან იმის გაკეთებას ითხოვდა, რასაც თავად გადაწყვეტდა.
დღეს გაირკვა, რომ მეოთხე პრეზიდენტის გადაყენების მცდელობის ამბავი მარგველაშვილის გარემოცვაში ყველამ იცის.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.