ნიკა გვარამია პოლიტიკაში მიდის - ცნობილი მედიამენეჯერი დიდი ბრძოლისთვის ემზადება

29.09.23 20:24
ნიკა გვარამია პოლიტიკაში მიდის - ცნობილი მედიამენეჯერი დიდი ბრძოლისთვის ემზადება

 

 

განაცხადი გაკეთებულია - ნიკა გვარამია პოლიტიკაში მიდის. "ნურავის შეეშინდება ჩემი პოლიტიკაში მოსვლა," - ეს გზავნილი მიიღო დღეს ოპოზიციამ, რომელიც ჯერ მხოლოდ ვარაუდების ეტაპზეა, სად წავა ცნობილი მედიანეჯერი. მეტს ნიკა გვარამია არ ამბობს და თაიმ აუთს იღებს კონსულტაციებისთვის, მათ შორის, ევროპასა და ამერიკაში. მის პოლიტიკურ გეგმებს კი ფარდა, სავარაუდოდ, ერთ თვეში აეხდება, როდესაც  ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს და უფრო ცხადად იტყვის, სად ხედავს საკუთარ თავს რეჟიმთან ბრძოლაში. 

დარწნმუნებით იცის, რომ საკუთარ თავს ვეღარ ხედავს ვერც წამყვანის მაგიდასთან და ვერც ტელევიზიის დირექტორის კაბინეტში. "ჩემი ადგილი ამ წუთას არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა და გამარჯვების მოპოვება", - ეს არის ნიკა გვარამიას მთავარი სათქმელი დღეს, რომელიც დიდი ბრძოლისთვის ემზადება, ოღონდ უკვე სულ სხვა ამპლუაში. მისი მთავარი ამოცანაა, 2024-ში ივანიშვილის და რუსეთის დამარცხების თანამონაწილე იყოს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები