სტატუსი ხალხს, კრიტიკა "ოცნებას" - ევროპარლამენტარებმა ღარიბაშვილი სიცრუეში ამხილეს
ქართველი ხალხი ევროკავშირისგან სტატუსს მიიღებს, ოღონდ ეს რიგითი მოქალაქეების ბრძოლის შედეგია. ჩვენ გვესმის ქართველი ხალხის ხმა," - ასეთია ევროპარლამენტარების მოლოდინი ევროკომისიის გადაწყვეტილების წინ. "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუებში გავლენიანი ევრპარლამენტარები პრემიერ ღარიბაშვილს პასუხობენ. "მადლობა ხალხს და კრიტიკა მთავრობას", - ეს არის ახლა ბრიუსელის მთავარი სათქმელი.
გადამწყვეტი წუთების ათვლა დაიწყო. მოლოდინი არსებობს, მაგრამ დადასტურებით არავინ იცის რას უნდა ველოდოთ. ქართველი ხალხის მკაფიო პოზიციის მიუხედავად, ევროპარლამენტარებისთვის გაურკვეველია მთავრობის მოქმედებები თუ რატომ უახლოვდება საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო და უფრო რუსეთს. ევროპელი ლიდერებისთვის ისევ თავის ტკივილად რჩება ოლიგარქი ივანიშვილი.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.