პრეზიდენტი ფარცხალაძეს მოქალაქეობას ჩამოართმევს? - დახურული შეხვედრის უთქმელი ამბები
ზურაბიშვილის ვერდიქტი ფარცხალაძეს - საქართველოს პრეზიდენტი ჯაშუშობაში მხილებულ ყოფილ პროკურორს მოქალაქეობას ჩამოართმევს. ამბავი ორბელიანების სასახლიდან ოპოზიციური პარტიების წევრებმა გამოიტანეს. რამდენიმე საათიანი შეხვედრა პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა შედგა. ქალი დეპუტატები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი დრო სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალიძის მოქალაქეობის ამბავს დაუთმო. პრეზიდენტს აინტერესებდა, რას ფიქრობს ოპოზიცია რუსეთის აგენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე.
ეს რაც კამერებთან ითქვა. "პირველებმა" კი დახურული შეხვედრის უთქმელი ამბებიც გაარკვია. პრეზიდენტი გადაყენების მოლოდინშია. დარწმუნებულია, რომ ჯერ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, შემდეგ კი "ოცნება" იმპიჩმენტს სისრულეში მოიყვანს. ამბობს, რომ ამ პროცესს მმართველი პარტია წინასწარ გარანტირებული საჭირო ხმების გარეშე ვერ დაიწყებდა და თანამდებობიდან გადაყენებას, პრაქტიკულად, შეგუებულია. თუმცა ირკვევა, რომ პრეზიდენტი ამის შესახებ ყველაზე ნაკლებად წუხს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.