ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - „ოცნებას“ პოლიტიკური გეგმა ჩაეშალა

29.09.23 20:14
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - „ოცნებას“ პოლიტიკური გეგმა ჩაეშალა

 

 

"ქართული ოცნების" დიდი პოლიტიკური მარცხი - თეთრი ძაფით ნაკერი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე ხელისუფლებას ბოლომდე ჩამოეშალა. ის უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, რაც  იმას ნიშნავს, რომ  მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრების ბრალდებაში გამართლებულები არიან. ამ შედეგით დასრულდა "ოცნების"  5 წლიანი ბრძოლა პოლიტიკური ოპონენტებისა და "ტვ პირველის" დამფუძნებლის მამის წინააღმდეგ.

საქმე მალე სტრასბურგში წავა, სადაც "ლელოს" ლიდერები ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნობის გაბათილებას მოითხოვენ.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები