დიდმა ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

29.09.23 19:33
დიდმა ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის ოლქებში ე.წ. არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.

სიაში 11 თანამდებობის პირია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, სანქციები დაუწესეს იმ ორგანიზაციებსა და რუს ოფიციალურ პირებს, რომლებიც "უშუალოდ მოქმედებდნენ უკრაინისთვის ძირის გამოსათხრელად და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შესაქმნელად".

სანქცირებულ პირებს შორისაა რუსეთის საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსანი, ნატალია ბუდარინა, ასევე, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელი, ანდრეი ალექსიენკო და მარია ზახაროვა, რომელიც ხერსონის "საარჩევნო კომისიის" წარმომადგენლად დანიშნეს. 

მსგავსი სიახლეები