თავისუფლება ლაზარეს! - ახალგაზრდების გზავნილი პრეზიდენტს
ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის ანონსი რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ახალგაზრდები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორის თქმით, მათ მთავარ მიზანს ლაზარეს შეწყალება წარმოადგენს.
ჩვენი მთავარი სათქმელი აქ ის არის, რომ პრეზიდენტმა, როგორც კი საშუალება მიეცემა, სასამართლო პროცესები და საქმის განხილვა დამთავრდება, ლაზარე შეიწყალოს მომენტალურად. ჩვენი მთავარი მიზანი აქ მოსვლის იყო, რომ ახალგაზრდებისთვისაც გვეჩვენებინა, რომ ლაზარე არავის დაუვიწყებია და დროა, ვიმოქმედოთ, იმიტომ, რომ ლაზარე არის 7-8 მარტის შემდეგ დაკავებული ადამიანი, რომელსაც ჯილდოს სახით ინახავს რუსული ოცნება და მძევლად ჰყავს აყვანილი - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების დროს დააკავეს. მას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავებიან.