ლაზარეს თავისუფლებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ - სოფო ჯაფარიძე
ლაზარეს თავისუფლებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას შეუერთდა. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მათ მთავარ მიზანს ქვეყნის გარუსებისგან გადარჩენა წარმოადგენს. მისი ტქმით, მნიშვნელოვანია, რომ უდანაშუალო ადამიანები არარ დაისაჯონ.
დღეს ვიმყოფებით ჩვენ ლაზარეს გვერდით. ლაზარე, რომელიც არის რეჟიმთან ბრძოლის სიმბოლო და ვიბძროლებთ იქამდე, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ ასეთი უდანაშაულო ადამიანები, პატრიორი ადამიანები, რომლებიც ითხოვენ იმას, რომ ქვეყანა არ გარუსდეს და რომლებიც ითხოვენ, რომ ქვეყანას ჰქონდეს დასავლური კურსი, არასდროს რუსული რეჟიმის მხრიდან აღარ დაისაჯონ, - ამბობს ჯაფარიძე.
"თავისუფლება ლაზარეს!" - ამ მოწოდებით პრეზიდენტის ამინისტრაციასთან აქცია გაიმართა. სამოქალქო საზოგადოება სალომე ზურაბიშვილისგან მთავრობასთან შუამავლობას ითხოვს, რომ 21 წლის ახალგაზრდა გაათავისუფლონ. მათი თქმით, ხელისუფლებამ ლაზარე რუსული კანონის გაპროტესტების გამო სამაგალითოდ დასაჯა.
შეკრებილები ამბობენ, რომ პროტესტს მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყვეტენ