ენმ-ში კრიზისი გადალახულია, ჩვენი ამოცანაა, პირველ ადგილზე გასვლა- ვაშაძე

29.09.23 21:38
ენმ-ში კრიზისი გადალახულია, ჩვენი ამოცანაა, პირველ ადგილზე გასვლა- ვაშაძე

"ჩვენი მთავარი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა" - განცხადება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტიკურ ამბებში" საუბრის დროს გააკეთა.

"სტრატეგია აღმაშენებლისთვის" მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კრიზისი არ გაღრმავებულიყო. კრიზისი ამოფხვრილია. ჩვენი ამოცანაა ხალხთან ერთად პირველ ადგილას გასვლა. ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, გზას დავულოცავ. ჩვენი მიზანია, რომ "ქართულ ოცნებაზე" მეტი ხმა ავიღოთ"- თქვა ვაშაძემ. 

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ "რუსეთთან ჭიპლარით გამობმული "ქართული ოცნება ქვეყანას "ევროკავშირში ვერ შეიყვანს":

მოქალაქეები ჩვენში იმ რესურსებს ხედავენ, რომ ჩვენ საქართველოს ევროკავშირში შევიყვანთ. რუს-ქართველა ოლიგარქი, ფარცხალაძის მცველი, როგორ შეგიყვანს ევროკავშირში, ეს შეუძლებელია- აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები