გაასწორეთ სამიზნეები! - გიორგი ვაშაძე მელიას მხარდამჭერებს

29.09.23 21:47
გაასწორეთ სამიზნეები! - გიორგი ვაშაძე მელიას მხარდამჭერებს

"ხალხო, გაასწორეთ სამიზნე, ახლა ურთიერთთავდასხმების დრო არ არის" - ასე პასუხობს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას. 

საუბარია ენმ-ს წევრის განცხადებაზე სადაც წიკლაური ამბობს, რომ "პარტიაში მოიყვანეს 0.5%-იანი გიორგი ვაშაძე, ხოლო პატრიოტების 40% პარტიიდან გარიყეს".

ვაშაძემ წიკლაურისთვის პასუხის გაცემა არ ისურვა, თქვა რომ "დაბოღმილი მიდგომა აუცილებლად გაივლის და მომავალში ყველა ნათელ მხარეზე გადავა".

ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანებს რაღაც ძალავს ხოლმე და მთავარი სამიზნიდან მეორე, ოპოზიციური ფლანგის დაზიანებაზე გადადიან. მე მგონია, რომ ეს დაბოღმილი მიდგომა გაივლის და ყველა ნათელ მხარეზე გადავა. ხალხო, გაასწორეთ რა სამიზნე, ვინც რა გზა არ უნდა აირჩიოს, ახლა ურთიერთთავდასხმების დროს არ არის - აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები