სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის და რუსეთის მხარესაა - ვაშაძე
"სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილისა და რუსეთის მხარეს დგას" - ასე აფასებს გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ის მიერ დასანქცირებული და რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის არ შეწყვეტას გულისხმობს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა.
ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუს-ქართველა ოლიგარქი, ოთარ ფარცხალაძე პრივილეგირებული დატოვა. მან ივანიშვილის დავალება შეასრულა ან რუსეთის, ან დიდი ფული აიღო. სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილისა და რუსეთის მხარეს. როდესაც "ქართულ ოცნებას" სჭირდებოდა სალომე ზურაბიშვილის დახმარება, მან ყველაფერი გაუკეთა. თუ ბიძინას მხარეს ხარ, მაშინ რუსეთს უჭერ მხარს - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.