დაუჭერს თუ არა მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს - ვაშაძის პასუხი
დაუჭერს თუ არა მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს? - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნება" ქართველ ხალხს დაუბრუნებს პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის უფლებას, მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლები ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერდნენ, თუმცა გიორგი ვაშაძის თქმით ახლა სხვა რეალობაა.
იმპიჩმენტს აქვს ერთი მთავარი პრობლემა. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ნიშნავს, რომ სამასმა რუსეთის აგენტების მცველებმა უნდა აირჩიონ ახალი პრეზიდენტი, რომელიც 5 წლით იქნება კიდევ არჩეული. ჩვენ ოპოზიციას არჩევანიც არ გვაქვს, რომ ღიად დავუჭიროთ იმპიჩმენტს მხარი. თუ "ქართული ოცნება" დაუბრუნებს ქართველ ხალხს უფლებას, რომ პირდაპირი წესით ავირჩიოთ პრეზიდენტი, მაშინ კი ბატონო.
1 წელი მეყოლება ახალი პრეზიდენტი თუ ხუთი, დიდი მნიშვნელობა აქვს. იმპიჩმენტის პროცესი, რაც მათ წამოიწყეს, ეგეც კი მათ შორის დაგეგმილი პიმპონგი მგონია, რომელსაც ათამაშებენ ერთმანეთს შორის - განაცხადა ვაშაძემ.